2022 წლის 13 ივლისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი - ამირან წულუკიძე წონიარისის მოსახლეობას შეხვდა.
საკრებულოს წევრმა საჯარო შეხვედრი ფარგლებში მოისმინა წონიარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც ეხებოდა გელაურის უბანში სასმელი წყლის პრობლემას, თავშეყრის ადგილის შექმნას, სანაგვე ურნების პრობლემას, შიდა გზების რეაბილიტაციას, საბავშვო ბაღის გადატანას, რადგან ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.
ამირან წულუკიძე მოსახლეობას აღნიშნული საკითხების მოგვარებას და ინფორმირებას დაჰპირდა.