პროექტი „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისათვის’’
პროექტი „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისათვის’’, 10 მუნიციპალიტეტში (საგარეჯო, რუსთავი, ლაგოდეხი, ბოლნისი, ხაშური, ყაზბეგი, ქედა, შუახევი, ონი, ხარაგაული) ხორციელდება. პროექტი მიმართულია, სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების პროცესში, მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერებისაკენ, ასევე ამომრჩეველისა და მის მიერ არჩეული საკრებულოს წევრს შორის ეფექტური, ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო არხების დანერგვისაკენ.
საკრებულოთა გაერთიანებული პორტალი საშუალებას გვაძლევს ერთ სივრცეში მოვიძიოთ ყველა საჭირო ინფორმაცია სხვადასხვა საკრებულოებულოს შესახებ.
პორტალი, საკრებულოს წევრის საქმიანობის დაგეგმვის, ანგარიშვალდებულებისა და მოქალაქეთა უკუკავშირის მექანიზმის გაძლიერების მიზნით შეიქმნა. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სრული ინფორმაცია პროექტის სამიზნე ათივე მუნიციპალიტეტის როგორც საკრებულოზე, ასევე საკრებულოს წევრებზე. პორტალზე www.chemisakrebulo.ge განთავსებულია ინფორმაცია: საკრებულოს წევრის პირადი ინფორმაცია, პარტიული და ფრაქციული კუთვნილება, საკრებულოში არჩევის ფორმა, სამუშაო გეგმა და მისი შესრულების მიმდინარეობა, საკრებულოს სხდომებში მონაწილოება, საკითხებზე გამოხატული პოზიცია, მომზადებული ინიციატივები ან/და ინიციატივების მომზადებაში მონაწილოება. პორტალის მეშვეობით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ონლაინ შეხვედრის ჩანიშვნის, საჯარო კითხვა-პასუხის რეჟიმით შეკითხვის დასმის ან მოსაზრების მიწერის. პორტალზე განთავსებუილია, საქმიანობის წლიური ანგარიში ელექტრონული ფორმა, ასევე ბიუჯეტიდან მიღებული შემოსავალი.
პროექტი „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ხორციელდება, GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით და პროგრამის - „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC), კარგი მმართველობის ინსტიტუტის (GGI) და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის (ICCC) მიერ შექმნილი კონსორციუმი, კონსორციუმის მხრიდან პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციაა მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC).