"ჯვარიმინდვორბა"
თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა
ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს.
დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და საბავშვო აქტივობები. წარმოდგენილი იყო სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, ფოტოზონები და კვების სივრცეები.
შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 6 მოქალაქეს საპატიო ჭვანელის წოდება მიენიჭა.
ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ფესვები“, ,,ზე-კართან“, ,,შუახევი“, მოწვეული ბენდები - ,,ორიონი“ და ,,ქართული“.
ფესტივალი გვიან საღამომდე გაგრძელდება DJ ნუგოსთან ერთად და გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურება.
ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.