საზოგადოება ,,მარეთი“-ს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ოლადაურის ადმინისტრაცილ ერთეულში,გამონათლევის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა.
სახალხო დღესასწაულზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად მოეწყო მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა ( რძის პროდუქტების დამზადება, თაფლისა და არაყის გამოხდა), ჩატარდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში.
დღესასწაულზე სიმბოლური საჩუქრებით საპატიო მარეთელები დააჯილდოვეს.
სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას.
სახალხო დღესაწაულზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიხსნა მემორიალი.