პროექტი ეძღვნება სოფ. ბრილის თიხის კარიერის გამოყენებით, ჭვანის ხეობის მდგრადი, ეკონომიკური განვითარებისა და მიგრაციის შემცირების ხელშეწყობას კულტურული ტურიზმის განვითარების გზით.
პროგრამა მოიცავდა სადემონსტრაციო აქტივობებს: ღია ცის ქვეშ, გამოწვის(რაკუს ტექნოლოგიის), ჩარხზე ამოყვანის, გამომწვარი ნაკეთობების მოხატვისა და ძერწვის სახალისო მასტერკლასებს.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი.
ორგანიზატორი ლია კასპელიშვილი.
ღონისძიებას მუსიკალურად
აფორმებდა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ჭვანა".