ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის სტრუდენტებს საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე საკრებულოს წევრ ფატი ჭაღალიძესა და რესურსცენტრის უფროს ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად შეხვდა.
შეხვედრის მიზანი იყო საკრებულოს პრაქტიკული საქმიანობის გაცნობა სტუდენტებისთვის.
აგრეთვე ინფორმაციის მიწოდება სტაჟირების პროგრამების შესახებ, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი დაინტერესებული სტუდენტებისთვის.
"ჩვენი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია მხარი დავუჭიროთ სრუდენტებს და მუდმივი კომუნიკაციის საშუალებით ვიზრუნოთ მათ საჭიროებებზე." - თქვა, როსტომ ლორთქიფანიძემ.