დაბა შუახევის საჯარო სკოლის დარბაზში პროექტის -“ ჩემს გაკვეთილზე” ფარგლებში გამართულ ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე საკრებულოს წევრ მალხაზ ტაკიძესა და ზაზა დავითაძესთან, აგრეთვე მერის მოადგილე გურამ ზოიძესთან ერთად დაესწრო.
ღონისძიების ორგანიზატორი იყო პროექტის ხელმძღვანელი, ახალდაბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მალვინა ზოიძე.
მოწვეული სტუმარი, პოეტი მერაბ კვიცარიძე, რომელმაც სტუმრებს გააცნო თავისი ახალი წიგნი “უმისამართო მისამართები”.
პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და ცოდნის გაღრმავებაა.