პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება: „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“!
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასა და წახალისებას.
ღონისძიებას წინა წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა