დაბა შუახევის საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VI მუნიციპალური კონფერენცია - ,, სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ - გაიმართა.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა.
ღონისძიებას, შუახევის მუბიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად ესწრებოდა მუნიცილაპიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი; რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე; საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, მელანო ებრალიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.