2022 წლის 10 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა - ხათუნა ბოჭორიშვილმა საჯარო შეხვედრა გამართა დევნილთა დასახლებაში.
საჯარო შეხვედრაზე ხათუნა ბოჭორიშვილმა მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც ეხებოდა სავალალო მდგომარეობაში მყოფ დევნილთა საცხოვრებელს (ყოფილ სკოლა-ინტერნატის შენობას), ეზოს მოწესრიგებას, სანიაღვრე არხების პრობლემას, საცხოვრებელ შენობაში მღრღნელების პრობლემას, დაფინანდების პრობლემას, სოციალური მუშაკების მიერ შეფასებულ ოჯახებს, რომლებიც მინიჭებული მაღალი ქულების გამო დაფინანსებებს ვერ იღებენ.