2022 წლის 10 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია "უკეთესი მომავლისკენ" თავმჯდომარემ - ისაკო ცქიფურიშვილმა საჯარო შეხვედრა გამართა სოფელი აფენის მოსახლეობასთან.
საჯარო შეხვედრისას ისაკო ცქიფურიშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო გაწეული საქმიანობის მოკლე მიმოხილვა. მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც ეხებოდა დასაქმების პრობლემას, მოსავლის რეალიზაციას, ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების უპასუხისმგებლობას, ელექტრო ენერგიის მიწოდების პრობლემას, სკოლაში სპორტული დარბაზების მოწყობას, სარწყავი არხების არქონას, საძოვრების პრობლემას.