2022 წლის 9 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა- შორენა ხაჩიაშვილმა, საჯარო შეხვედრა გამართა, სოფელი ცოდნისკარის მოსახლეობასთან.
საჯარო შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა ადგილობრივებს გააცნო სოფ. ცოდნისკარის ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი პროექტები.
მოისმინა სოფ. ცოდნისკარის ადგილობრივების საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც ეხებოდა სანიაღვრე არხების მოწყობას, სასმელი წყლის პრობლემას, გზების რეაბილიტაციას, არსებული საბავშვო ბაღების რეაბილიტაციასა და ახლის აშენებას, სტადიონების მოწყობას, საჯარო სკოლაში სააქტო დარბაზის მოწყობას, რათა ჩატარდეს ღონისძიებები.