2022 წლის 19 ივლისს რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა - თინათინ ლოცულაშვილმა მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.
თინათინ ლოცულაშვილმა შეხვედრის ფარგლებში მოისმინა ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემები და მოთხოვნილებები.
კერძოდ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, სადარბაზოების მოწესრიგება, საკანალიზაციო მილების შეცვლა, ახალგაზრდებისთვის სპორტული გარემოს შექმნა - სტადიონების რეაბილიტაცია, სკვერებში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა - პატრონობა. არსებულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს წევრმა მოსაქლეობას მისცა მიმართულებები და დაჰპირდა საკითხების მონიტორინგს.