2022 წლის 8 ივლისს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარტია, ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს წევრებმა - ლელა მარიდაშვილმა და ელენე სამხთუაშვილმა შეხვედრა გამართეს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებთან, საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების შენობაში.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა:
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის N6 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ინფრასტრუქტურის მოწყობა.
N3 - ში შესასვლელი გზის მოწესრიგება.
თამარ მეფის N20- ში მდებარე კორპუსის სახურავის მოწესრიგება და წყალსაწრეტების გაკეთება.
სოფელ პატარძეულის ბაღის საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას არ აქვს საჭირო თანხა 112- ის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
უპატრონო ძაღლების პრობლემის მოგვარება.