2022 წლის 6 ივლისს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა - ფერიდე ტვილნიანმა საჯარო შეხვედრა გამართა დაბა კაზრეთში ადგილობრივ ქალებთან.
შეხვედრის თემას წარმოადგენდა:
მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმა - ღონისძიებები. ქალთა გაძლიერებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობისკენ მიმართული პროექტები და სამომავლო გეგმები.ასევე, განხილული იქნა მაცხოვრებელთა ძირითადი პრობლემა - ავარიული საბავშვო ბაღი.ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილ პროექტებში კონკრეტული საკითხი პრიორიტეტულია, შესაბამისად პროქტის დასრულებამდე გამოიყოფა შესაბამისი ფართი აღსაზრდელებისთვის.