2022 წლის 8 აპრილს კონსორციუმის ორგანიზებით, რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გაიმართა, საკრებულოს წევრთა ტრენინგის პირველი ეტაპი.
ტრენინგს უძღვებოდა პროექტის ხელმძღვანელი კოკა კიღურაძე. ტრენინგში მონაწილეობდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტის, თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები და საკრებულოს აპარატის თანამშრომლები.
ტრენინგის პირველი ეტაპი მოიცავდა:
• საკრებულოს უფლებამოსილებები და მათი განხორციელების მექანიზმები
• საკრებულოს წევრთა ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ძირითადი სტანდარტები
• საკრებულოს წევრის როლი საზოგადოებრივ საქმიანობაში და შესაბამის თემებზე საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრების ორგანიზება
• საკრებულოს წევრთა ელექტრონული პორტალის ადმინისტრირებისა და გამოყენების ფორმებს
ტრენინგის პარალერულად კონსორციუმსა და რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პროექტი - „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ხორციელდება მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის, კარგი მმართველობის ინსტიტუტისა და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის მიერ ერთობლივად GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით.
სიახლე