2022 წლის 9 აგვისტოს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და ფრაქცია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი - კარლო ჯამბურია ლაგოდეხის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
საჯარო შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო ინფორმაცია ქ. ლაგოდეხში დაგეგმილი პროექტების შესახებ. მოისმინა მოსახლეობის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც ეხებოდა სანიაღვრე არხების მოწყობას, საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობას, გზების რეაბილიტაციას, საბავშვო ატრაქციონების განახლებას, ლაგოდეხის კულტურულ-ისტორიული ძეგლების აღდგენას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის გაკეთებას, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნას, შიდა საქალაქო მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და უპატრონო ძაღლებისთვის თავშესაფრის მოწყობას.