სიახლე

მარინე დიდებულიძე შეხვდა შინდარის მოსახლეობას

2022 წლის 3 ივლისს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა - მარინე დიდებულიძემ  საჯარო შეხვედრა გამართა შინდარის მოსახლეობასთან.

შეხვედრაზე საკრებულოს წევრმა მოისმინა ის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც ეხებოდა შემდგომ საკითხებს:

სანიაღვრე მილების პრობლემა

კონკრეტული ტერიტორიების მოხრეშვა

ბავშვთა ატრაქციონები

სტადიონის მოწესრიგება

ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორიების გასფთავება.

სხვა

შუახევის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან და მეწყერული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი მუშაობს.

შუახევის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობასთან და მეწყერული პროცესების განვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შტაბი მუშაობს. გაიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის სხდომა. სხდომაზე მუნიციპალიტეტში დღის განმავლობაში არსებული მდგომარეობა შევაფასეთ და განხორციელებულ ღონისძიებებზე ვიმსჯელეთ. დილიდან მუშაობს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ერთეული ტექნიკა. გაწმენდილია ადმინისტრაციულ ერთეულებთან და რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი გზა. სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს წევრები, მერის რწმუნებულები და სოფლის თანაშემწეები ხელმძღვანელობენ. შუახევის მუნიციპალიტეტის მოქმედებს საგანგებო სიტუაციების ცხელი ხაზი: 599852080

უხვი ნალექის შედეგად შუახევში, დამეწყრილი ადგილების სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტი და მუნიციპალური სერვისების ბალანსზე არსებული ტექნიკა. დღეის მდგომარეობით გაწმენდილია 10-ზე მეტი მიმართულებით გზა. ასევე, ყველა დამეწყრილი მიმართულება ეტაპობრივად გაიხსნება. უსაფრთხო ადგილზე გაყვანილია 30-მდე ოჯახი. აჭარის გეოლოგიური სამსახურის მიერ, მიმდინარეობს მეწყერის შედეგად დაზარალებული ოჯახებისა და ტერიტორიების შესწავლა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე, მერი ომარ ტაკიძე, აჭარის მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, გზების დეპარტამენტისა და გეოლოგიური სამსახურის წარმომადგენლები.

ბათუმში გაიმართა კონფერენცია, სახელწოდებით: “ინკლუზიური და მრავალფეროვანი არჩევნები ტექნოლოგიების ეპოქაში.”

კონფერენციას შაუხევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებთან, აგრეთვე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესა და მერიის თანამშრომლებთან ერთად ესწრებოდა. მოწვეულმა ექსპერტთა გუნდმა და მსოფლიოს მასშტაბით, არჩევნებში ჩართულმა მხარეებმა, ისაუბრეს პოლიტიკურ და საარჩევნო საკითხებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე, აგრეთვე, გაიმართა ტექნოლოგიური არჩევნების დემონტრირება. პროექტის ტექნიკური მხარდამჭერია IFES.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საკრებულოს უმრავლესობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განვიხილეთ საკრებულოს მაჟორიტარულ ოლქებში არსებული ვითარება, თითოეული თემის საჭიროება, ვიმსჯელეთ გამოწვევებსა და პრობლემების მოგვარების გზებზე. შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ 2024 წლის პრიორიტეტებზე,მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალურ-ეკონომიურ და კულტურულ ვითარებასა და გამოწვევებზე.

შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა პირველი შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის

შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა პირველი შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც USAIDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორია. სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას მოხდა იდენტიფიცირება იმ პრიორიტეტული სფეროების, სადაც პროგრამას შეუძლია მხარდაჭერა მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესების და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ასევე განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერების და დანერგვის შესაძლებლობები. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა და პროგრამის საშუალებით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს სულ მცირე 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში.

შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა პირველი შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის.

შუახევის მუნიციპალიტეტში გაიმართა პირველი შეხვედრა USAID-ის წარმომადგენლებსა და შუახევის მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც USAIDI-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის პარტნიორია. სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას მოხდა იდენტიფიცირება იმ პრიორიტეტული სფეროების, სადაც პროგრამას შეუძლია მხარდაჭერა მუნიციპალური მმართველობის სისტემების გაუმჯობესების და მოქალაქეთა საჭიროებებზე მორგებული საჯარო სერვისების მიწოდების უზრუნველსაყოფად. ასევე განიხილეს მოქალაქეთა ჩართულობის არსებული და ახალი ინსტრუმენტების გაძლიერების და დანერგვის შესაძლებლობები. USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა ხუთწლიანი ინიციატივაა და პროგრამის საშუალებით აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო მხარს დაუჭერს სულ მცირე 22 მუნიციპალიტეტს და უზრუნველყოფს დამატებითი მუნიციპალიტეტების ჩართვას სასწავლო, გამოცდილების გაზიარების და ინფორმაციის გაცვლა-გავრცელების აქტივობებში. აღნიშნულ შეხვედრას შუახევის მუნიციპლაიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად ესწრებოდნენ, მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს წევრები და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.

2024 წელს მოსახლეობასთან შეხვედრა ოლადაურის თემით დაიწყო.

2024 წელს მოსახლეობასთან პირველი შეხვედრა ოლადაურის თემში გავმართე. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განვიხელე, ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზე და გავეცანი მოსახლეობის საჭიროებებს. მიმდინარე პროექტები მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმა. ხოლო, ინფრასტრუქტურის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება. ამავე შეხვედრაზე, ვისაუბრეთ მდინარე დოლაბისწყლისა და ჩირუხისწყლის ხერთვისში გაკეთებულ კულტურისა და დასვენების პარკისთვის, ამავე სოფლის მკვიდრის, ფრიდონ ქარცივაძის სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით. აღნიშნული საკითხი, მოსახლეობის თხოვნით, გატანილია ბიუროს სხდომაზე და საბოლოო გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობის ჩართულობით, უმოკლეს დროში იქნება მიღებული. ფრიდონ ქარცივაძე დაიბადა 1974 წლის 22 მარტს. წარჩინებული მოსწავლეობისა და სტუდენტობის შემდეგ კარიერა პროკურატურაში აიწყო და წარმატებით მოღვაწეობა სიცოცხლის ბოლომდე. ფრიდონ ქარცივაძე 2020 წელს გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ ფრიდონ ქარცივაძეს მინიჭებული აქვს “საპატიო შუახეველი”-ს წოდება.

საქველმოქმედო აქცია ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბთან ერთად

შუახევში, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, უკვე არაერთ ოჯახს ვეწვიეთ და მათ პირველადი საჭიროების ნივთები და სურსათი გადავეცით. დღეს, ხიჭაურის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კლუბის წევრებსა და საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისისიის თავმჯდომარე, მალხაზ ტაკიძესთან ერთად დაბა ხიჭაურსა და სოფელ ზედაყანაში მცხოვრებ სამ ოჯახს ვესტუმრე. მათ სასურსათი პაკეტები და სხვადასხვა საჩუქრები გადავეცით. მოსწავლეთა კლუბი, USAID სამოქალაქო განათლების პროგრამა bedec-ის ფარგლებში შეიქმნა და მასში პედაგოგ ნინო ქათამაძის ხელმძღვანელობით, ხიჭაურის საჯარო სკოლის IX-XI კლასების 20-მდე მოსწავლეა გაერთიანებული. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც სხვადასხვა ფორმით ერთვება საქველმოქმედო აქციებში. აღნიშნული პროცესი არ არის ერთჯერადი და ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ზრუნავს ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ საზოგადოებას 2023 წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

2023 წლის 13 დეკემბერს შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა - როსტომ ლორთქიფანიძემ, მოსახლეობას საკუთარი საქმიანობის წლიური ანგარიში წარუდგინა. შეხვედრაზე თავმჯდომარემ ისაუბრა საკრებულოს მიერ გაწეული მუშაობისა და ღონისძიებების შესახებ, რაც ერთი წლის განმავლობაში განხორციელდა. მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტად რჩება მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარება, სოციალური სფერო და ჯანდაცვა, კულტურულ-საგანმანათლებლო, ახალგაზრდული ღონისძიებები და ტურიზმის განვითარება. როსტომ ლორთქიფანიძემ ანგარიშის წარდგენის შემდეგ, 2024 წლისთვის განსახორციელებელ პროექტებზეც ისაუბრა და ადგილობრივების შეკითხვებს უპასუხა.