2022 წლის 1-ელ ივლისს ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა - თათია ბროლიძემ საჯარო შეხვედრა გამართა ხაშურის მოსახლეობასთან, სასტუმრო ივერიაში.
შეხვედრაზე თათია ბროლიძემ ადგილობრივებს გააცნო დაგეგმილი პროექტები.
მოისმინა ის საჭიროებები და მოთხოვნილებები, რომლებიც ეხებოდა შემდგომ საკითხებს:
სპორტსკოლის ხელფასები და დაფინანსებები
მუსიკალური სკოლისთვის ინვენტარის შეძენა და სავენტილაციო სისტემის გაკეთება
სურამის კულტურული ცენტრის რესტავრაცია
მუზეუმის საექსპოზიციო ოთახის რესტავრაცია/ბიბლიოთეკის ოთახის გამოყოფა
დენის წყაროს შეწყვეტის შემთხვევაში, ჯანდაცვის შენობაში გენერატორის ავტომატური ჩართვის პრობლემა.