სიახლე

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა.

მსგავსი სახის შეხვედრები, რეგულარულ ხასიათს ატარებს, რომლის დროსაც შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად ხდება არაერთი პრობლემის განხილვა და გადაწყვეტა.

სხვა

სოფელ ბრილის კერამიკულ სახელოსნოში - “ბრილი-არტი”ფესტივალს “კერამიკის ალქიმია 2024”-ს დავესწარი.

პროექტი ეძღვნება სოფ. ბრილის თიხის კარიერის გამოყენებით, ჭვანის ხეობის მდგრადი, ეკონომიკური განვითარებისა და მიგრაციის შემცირების ხელშეწყობას კულტურული ტურიზმის განვითარების გზით. პროგრამა მოიცავდა სადემონსტრაციო აქტივობებს: ღია ცის ქვეშ, გამოწვის(რაკუს ტექნოლოგიის), ჩარხზე ამოყვანის, გამომწვარი ნაკეთობების მოხატვისა და ძერწვის სახალისო მასტერკლასებს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. ორგანიზატორი ლია კასპელიშვილი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ჭვანა".

"ჯვარიმინდვორბა"

თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და საბავშვო აქტივობები. წარმოდგენილი იყო სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, ფოტოზონები და კვების სივრცეები. შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 6 მოქალაქეს საპატიო ჭვანელის წოდება მიენიჭა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ფესვები“, ,,ზე-კართან“, ,,შუახევი“, მოწვეული ბენდები - ,,ორიონი“ და ,,ქართული“. ფესტივალი გვიან საღამომდე გაგრძელდება DJ ნუგოსთან ერთად და გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურება. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

შუხევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებ ზერიფე მიქელაძეს 100 წელი შეუსრულდა

საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა. უხუცესს ქალბატონს - 13 შვილი, 33 შვილიშვილი, 77 შვილთაშვილი და 13 შვილთაშვილის შვილი. როგორც მრავალშვილიან დედას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად იუბილე მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, და საკრებულოს წევრმა ზაზა დავითაძემ მიულოცეს. დღეის მდგომარეობით შუახევში 100 წელს გადაცილებული 11 მოქალაქე ცხოვრობს.

„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“!

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება: „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“! ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასა და წახალისებას. ღონისძიებას წინა წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა

,, სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“

დაბა შუახევის საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VI მუნიციპალური კონფერენცია - ,, სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ - გაიმართა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა. ღონისძიებას, შუახევის მუბიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად ესწრებოდა მუნიცილაპიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი; რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე; საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, მელანო ებრალიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.

შუახევში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად, ესწრებოდა, საკრებულოს წევრი თენგიზ ივანაძე, მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ბავშვთა და მოზარდთა გასართობი ცენტრი ,,ნოეს კიდობანი“ ზრუნავდა. გაიმართა სხვადასხვა გასართობი აქტივობები. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს საჩუქრად ნაყინი და ტკბილეული გადაეცა. როსტომ ლორთქიფანიძემ პატარებს მიულოცა დღევანდელი დღე და თითოეულ მათგანს უსურვა მშვიდობიან და ერთიან საქართველოში ცხოვრება.

პროექტი - "ჩემს გაკვეთილზე"

დაბა შუახევის საჯარო სკოლის დარბაზში პროექტის -“ ჩემს გაკვეთილზე” ფარგლებში გამართულ ღონისძიებას, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე საკრებულოს წევრ მალხაზ ტაკიძესა და ზაზა დავითაძესთან, აგრეთვე მერის მოადგილე გურამ ზოიძესთან ერთად დაესწრო. ღონისძიების ორგანიზატორი იყო პროექტის ხელმძღვანელი, ახალდაბის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი მალვინა ზოიძე. მოწვეული სტუმარი, პოეტი მერაბ კვიცარიძე, რომელმაც სტუმრებს გააცნო თავისი ახალი წიგნი “უმისამართო მისამართები”. პროექტის მიზანი ახალგაზრდებში ქართული მწერლობის პოპულარიზაცია და ცოდნის გაღრმავებაა.

ოლადაურის ადმინისტრაცილ ერთეულში,გამონათლევის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა.

საზოგადოება ,,მარეთი“-ს ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ოლადაურის ადმინისტრაცილ ერთეულში,გამონათლევის მიმდებარე ტერიტორიაზე სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ გაიმართა. სახალხო დღესასწაულზე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებთან ერთად მოეწყო მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ეთნოგრაფიული ნიმუშების, ტრადიციული კერძების გამოფენა ( რძის პროდუქტების დამზადება, თაფლისა და არაყის გამოხდა), ჩატარდა ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. დღესასწაულზე სიმბოლური საჩუქრებით საპატიო მარეთელები დააჯილდოვეს. სახალხო დღესასწაული ,,მარეთობა“ მიზნად ისახავს, მარეთის ხეობისათვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნებას. სახალხო დღესაწაულზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიხსნა მემორიალი.

საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ შუახევის მუნიციპალიტეტში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საჩითილე მეურნეობა დაათვალიერა.

აღნიშნულ საჩითილე მეურნეობაში გამოყვანილია კიტრის, პომიდვრის, ბადრიჯნის, ტკბილი წიწაკის, ბროკოლის, ყვავილოვანი კომბოსტოს, სალათის ფურცლის და სხვა ბოსტნეულის 300 000 - მდე ჩითილი. მაისის დასაწყისიდან ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ჯიშური ნიშან-თვისებების დაცვით გამოყვანილი მაღალხარისხიანი ჩითილები, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს უხვ და ხარისხიანი მოსავლის მიღებას. საჩითილე მეურნეობებში ასევე იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრი ანზორ ბოლქვაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ბერიძე, აგრარული განვითარების დეპარტამენტის თანამშრომლები და აგროსერვის ცენტრის ხელმძღვანელი პირები.

აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება დასკვნით ეტაპზეა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, აჭარაში სოფლის მეურნეობაში ჩართული ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ფართობების უსასყიდლო დამუშავება დასკვნით ეტაპზეა. რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ. 2024 წელს პროგრამის ფარგლებში სულ 2170 ჰა- ფართობი დამუშავდება. დღეის მდგომარეობით უკვე დამუშავებულია 1650 ჰა მიწის ფართობი. შუახევის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან, მოადგილე გურამ ზოიძესთან, შუახევის მერ ომარ ტაჯიძესთან, საკრებულოს წევრ მალხაზ ტაკიძესთან საქართველოს პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძესა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა!

წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლაში მწერალ აკაკი მახარაძის წიგნის - ,,სისხლი სისხლის წილ, სიცოცხლე სიცოცხლის წილ“ პრეზენტაცია გაიმართა. საკრებულოს თავმჯდომარემ როსტომ ლორთქიფანიძემ, მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა გიორგი დავითაძემ, გიორგი კეკელიძემ, რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ გოგრაჭაძემ და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მწერალს წიგნის გამოცემა მიულოცეს და ნაყოფიერ შემოქმედებით საქმიანობა უსურვეს. მისივე ავტორობით გამოცემულია 10-მდე წიგნი. აკაკი მახარაძე არის აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საზოგადოება „მარეთის“ გამგეობის თავმჯდომარე, დაჯილდოებულია მრავალი მედლით, დიპლომით, სიგელითა და სამკერდე ნიშნით. მინიჭებული აქვს ვიცე-პოლკოვნიკისა და საპატიო მარეთელის წოდება. ???? ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდნენ ანსამბლი “მარეთი” და შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სკოლასთან არსებული გოგონათა ბენდი - “117“ ️წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე 1996 წლიდან აღინიშნება. 1995 წელს იუნესკოს 28- ე სესიაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნა განათლების, კულტურული ტრადიციების, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.

როსტომ ლორთქიფანიძე სტუდენტებს შეხვდა

ხიჭაურის წმინდა ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობისა და საჯარო მმართველობის სტრუდენტებს საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე საკრებულოს წევრ ფატი ჭაღალიძესა და რესურსცენტრის უფროს ედუარდ გოგრაჭაძესთან ერთად შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო საკრებულოს პრაქტიკული საქმიანობის გაცნობა სტუდენტებისთვის. აგრეთვე ინფორმაციის მიწოდება სტაჟირების პროგრამების შესახებ, რომელიც მალე იქნება ხელმისაწვდომი დაინტერესებული სტუდენტებისთვის. "ჩვენი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიზანია მხარი დავუჭიროთ სრუდენტებს და მუდმივი კომუნიკაციის საშუალებით ვიზრუნოთ მათ საჭიროებებზე." - თქვა, როსტომ ლორთქიფანიძემ.

შუახევის ხელოვნებისა და მოსწავლე- ახალგაზრდობის სკოლაში ,,დედა ენის" დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძე, საკრებულოს წევრი ზაზა დავითაძე,რესურცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გიგრაჭაძე და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა წაიკითხეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები. მოწვეულმა სტუმრებმა 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე და ამ დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს, აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენეს ქართული ენის მდიდარი წარსული და ქართული ენის მნიშვნელობა ერის თვითმყოფადობის საქმეში.

მოქალაქეთა მიღება

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ როსტომ ლორთქიფანიძემ, მოქალაქეების მიღება გამართა. მოქალაქეების პრობლემები და საჭიროებები პირადად მოისმინა და გადაჭრის გზებზე მათთან ერთად იმსჯელა. საკუთარი შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში თითოეული ადამიანის პრობლემურ საკითხს პირადად ვეცნობი და შემდგომ რეაგირებაზე უკვე შესაბამის სამსახურთან ერთად ვმუშაობ. ჩემი მიზანია, რაც შეიძლება ოპერატიულად მოვახდინო ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა საკითხის დროული გადაჭრა - აღნიშნა როსტომ ლორთქიფანიძემ. დღევანდელ შეხვედრაზე აქტუალურ თემებს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურა და სოციალური საკითხები

შუახევის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.

შუახევის ცენტრალურ სტადიონზე მუნიციპალიტეტის სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატის ფინალი გაიმართა. თამაშს, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძე, მერი ომარ ტაკიძე, რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი დავითაძე. ფინალში მონაწილეობდნენ დაბა შუახევისა და ბარათაულის საჯარო სკოლის 17 წლამდე ასაკის მოსწავლეები. გაიმარჯვა დაბა შუახევის გუნდმა. თამაშის მონაწილე გუნდებს თასები, მედლები და სიგელები გადასცეს. თამაშის მიზანს ახალგაზრდებში ფეხბურთის განვითარება და პოპულარიზაცია წარმოადგენს.

გილოცავთ, რამაზან ბაირამს!

დღეს მუსლიმანური სამყარო რამაზან ბაირამის დღესასწაულს ზეიმობს. შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მერ ომარ ტაკიძესთან, მოადგილე გიორგი კეკელიძესა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ჭვანისა და ნიგაზეულის მეჩეთიდან მორწმუნეებს რამაზან ბაირამი მიულოცა და დღესასწაულთან დაკავშირებულ ლოცვას დაესწრო. ამ დღესთან დაკავშირებულ სადღესასწაულო ლოცვას მუნიციპალიტეტის ყველა მოქმედ მეჩეთში საკრებულოს წევრები დაესწრნენ და მორწმუნეებს დღესასწაული მიულოცეს. შუახევის მუნიციპალიტეტის ყველა მორწმუნეს კიდევ ერთხელ გილოცავთ რამაზან ბაირამის დღესასწაუსლს.

2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა !

თარიღთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ეწვია და საჩუქრები გადასცა. “თითოეულ ჩვენგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს უფრო ინკლუზიური და თბილი გარემოს შექმნაში, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებენ” - აღნიშნა როსტომ ლორთქიფანიძემ ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გაიზარდოს საზოგადოების ცნობიერება აუტიზმთან დაკავშირებით და ხელი შეუწყოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების უფლებების დაცვას. აუტიზმის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა მას შემდეგ, რაც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 2007 წელს, მიიღო რეზოლუცია 2 აპრილის აუტიზმის ცნობადობის მსოფლიო დღედ გამოცხადების შესახებ.

შუბნის საჯარო სკოლაში პოეტისა და პედაგოგის, ოთარ ფუტკარაძის დაბადებიდან 70 წლის იუბილე და მისი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ოთარ ფუტკარაძე დაიბადა 1954 წლის 15 თებერვალს შუახევის რაიონის სოფელ შუბანში( ვაკე ) სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა განაგრძო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტიტის ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1976 წელს დაინიშნა შუბნის საჯარო სკოლის პედაგოგად,1991-92 წლებში იყო სკოლის დირექტორის მოადგილედ. 1992-2003 წლებში კი სკოლის დირექტორი. ჰყავს მეუღლე, 3 შვილი,5 შვილიშვილი. ღვაწლმოსილ პედაგოგს როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად, იუბილე მერმა,ომარ ტაკიძემ, თავმჯდომარის მოადგილეებმა,საკრებულოს წევრებმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ფრიდონ ფუტკარაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, თვითმმართველობის წარმომადგე