შუახევის მუნიციპალიტეტი

სიახლეები

სოფელ ბრილის კერამიკულ სახელოსნოში - “ბრილი-არტი”ფესტივალს “კერამიკის ალქიმია 2024”-ს დავესწარი.

პროექტი ეძღვნება სოფ. ბრილის თიხის კარიერის გამოყენებით, ჭვანის ხეობის მდგრადი, ეკონომიკური განვითარებისა და მიგრაციის შემცირების ხელშეწყობას კულტურული ტურიზმის განვითარების გზით. პროგრამა მოიცავდა სადემონსტრაციო აქტივობებს: ღია ცის ქვეშ, გამოწვის(რაკუს ტექნოლოგიის), ჩარხზე ამოყვანის, გამომწვარი ნაკეთობების მოხატვისა და ძერწვის სახალისო მასტერკლასებს. ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი. ორგანიზატორი ლია კასპელიშვილი. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი ,,ჭვანა".

ღია ტურნირი ნარდში

სოფელ ტბეთში ბიზნესმენ, მეცენატ იოსებ წულუკიძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღია ტურნირს დავესწარი ნარდში, რომელიც ქალთა და მამაკაცთა შორის გაიმართა. საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს თასები, მედლები და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით. ღონისძიების ორგანიზატორები: აჭარის ნარდის ფედერაცია, აჭარის მამულიშვილთა საგვარეულო კავშირი, შუახევის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა.

"ჯვარიმინდვორბა"

თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფესტივალი „ჯვარიმინდორი 2024“ გაიმართა ფესტივალი ადგილობრივებს და დამსწრე საზოგადოებას შუახევისმუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, მერმა ომარ ტაკიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და მთავრობის სხვა წევრებმა მიულოცეს. დღის განმავლობაში გაიმართა კულტურულ-გასართობი, სპორტული და საბავშვო აქტივობები. წარმოდგენილი იყო სპეციალური ინსტალაციები, დეკორაციები, ფოტოზონები და კვების სივრცეები. შუახევის მუნიციპალიტეტისა და ჭვანის ხეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 6 მოქალაქეს საპატიო ჭვანელის წოდება მიენიჭა. ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა შუახევის კულტურის სახლთან არსებული ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები ,,ფესვები“, ,,ზე-კართან“, ,,შუახევი“, მოწვეული ბენდები - ,,ორიონი“ და ,,ქართული“. ფესტივალი გვიან საღამომდე გაგრძელდება DJ ნუგოსთან ერთად და გრანდიოზული ფოიერვერკით დაიხურება. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

კომისიის სხდომა

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ საკრებულოს რიგგარეშე ბიუროს სხდომა გამართა. ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე, რომელიც გატანილ იქნება საკრებულოს სხდომაზე. შემდგომ კი - საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე ერთი საკითხი განიხილეს, რომელიც დასამტკიცებლად გატანილ იქნება საკრებულოს სხდომაზე. სხდომას უძღვებოდა ამავე კომისიის თავმჯდომარე ედნარ კეჟერაძე.

შუხევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში მცხოვრებ ზერიფე მიქელაძეს 100 წელი შეუსრულდა

საუკუნის ქალბატონს ღირსშესანიშნავი თარიღი შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ მიულოცა და დღეგრძელობა უსურვა. უხუცესს ქალბატონს - 13 შვილი, 33 შვილიშვილი, 77 შვილთაშვილი და 13 შვილთაშვილის შვილი. როგორც მრავალშვილიან დედას არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად იუბილე მერმა ომარ ტაკიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა, ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ, და საკრებულოს წევრმა ზაზა დავითაძემ მიულოცეს. დღეის მდგომარეობით შუახევში 100 წელს გადაცილებული 11 მოქალაქე ცხოვრობს.

„წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“!

პროფესიული უნარების სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და UNDP-ის (გაეროს განვითარების პროგრამის) მხარდაჭერით გაიმართა ღონისძიება: „წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობა 2024“! ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა რეგიონულ დონეზე პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს/თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რაც ხელს შეუწყობს მათ სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასა და წახალისებას. ღონისძიებას წინა წლის საუკეთესო რეგიონული თანამშრომლობის გამარჯვებულმა, შუახევის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა

,, სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“

დაბა შუახევის საჯარო სკოლაში მუნიციპალიტეტის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრების VI მუნიციპალური კონფერენცია - ,, სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ - გაიმართა. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება და ინოვაციური მეთოდების დანერგვა სასწავლო პრაქტიკაში, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ - პრაქტიკული კვლევის უნარ-ჩვევების განვითარება, პედაგოგთა მოტივაციის ამაღლების ხელშეწყობა. ღონისძიებას, შუახევის მუბიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან ერთად ესწრებოდა მუნიცილაპიტეტის მერი ომარ ტაკიძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი; რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ გოგრაჭაძე; საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, მელანო ებრალიძე; შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ.