XXI საუკუნის დასაწყისიდდან გამოიკვეთა საზოგადოების თვალში ხელისუფლების, როგორც ასეთის, ლეგიტიმაციის დეფიციტის მსოფლიო ტენდენცია. XX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული, ცივი ომის დასრულების შედეგად ორპოლუსიანი სისტემის გაქრობის შემდეგ, ცალკეული ლოკალური ინტერესების ურთიერთ დაპირისპირება სულ უფრო და უფრო მწვავე ფორმებში ვლინდება.
ხელისუფლების ლეგიტიმაციის შესუსტება განსაკუთრებით პრობლემური ხდება კრიზისების დროს (მაგალითად I მსოფლიო ომი და "ესპანური გრიპის" პანდემია, 1929 წლის ეკონომიკური კრიზისი, 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი და Covid 19-ის პანდემია). შედეგად ძლიერდება ერთი მხრივ, ხელისუფლებათა ავტორიტარული მისწრაფებები, ხოლო მეორე მხრივ, რადიკალური და პოპულისტური განწყობების ზრდა საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში.
ასეთ ფონზე კიდევ უფრო გამოიკვეთა გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის პრობლემა, ვინაიდან მთელი საზოგადოების - ერთმანეთისაგან განსხვავებული ინტერესთა ჯგუფების - ჩართულობის გარეშე შეუძლებელია მდგრადი, სტაბილური გარემოს ფუნქციონირება.