პოლიტიკის სწორად წარმართვა მოსახლეობის კეთილდღეობის საფუძველს წარმოად- გენს. ამიტომ მნიშვნელოვანია ადგილობრივ პოლიტიკაში გათვითცნობიერებულმა ადა- მიანებმა იმუშაონ. სიტყვა პოლიტიკა (Polis (ქალაქი, სახელმწიფო) და techné (მეცნიერება) ქალაქის, სახელმწიფოს მართვის მეცნიერებას ნიშნავს. საზოგადოებრივი ცხოვრების ამ სფეროში მოღვაწეობა თქვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისადმი უდიდეს პასუხიმგებლობას გაკისრებთ . იმედი გვაქვს, რომ ეს გზამკვლევი ამომრჩევლებთან ეფექ- ტიანად და გამჭვირვალედ კომუნიკაციასა და თქვენი, როგორც საკრებულოს წევრის, საქ- მიანობის უკეთ დაგეგმვა-განხორციელებაში დაგეხმარებათ.
„ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოს წევრის გზამკვლევი“ შეიქმნა პროექტი – „ანგარიშვალდებული საკრებულოს წევრი ძლიერი დემოკრატიისთვის“ ფარლგებში. პროექ- ტი ხორციელდება GIZ-ის (Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit) მხარდაჭერითა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტ- როს (BMZ) დაკვეთით, პროგრამის „კარგი მმართველობა ადგილობრივი განვითარებისთ- ვის სამხრეთ კავკასიაში“ (GGLD) ფარგლებში. პროექტის განმახორციელებელია სამი ორგა- ნიზაციისგან შემდგარი კონსორციუმი, მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), კარგი მმართველობის ინსტიტუტი (GGI) და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC).