საქართველო 129 ქვეყნიდან 73-ე ადგილზეა 5.24 ქულით. საქართველოს ყველაზე ცუდი მდგომარეობა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით აქვს – 3.27 ქულა 10-დან და 129 ქვეყანას შორის 122-ე ადგილზეა. ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ქვეკომპონენტში, საავტორო უფლებების დაცვაში, საქართველოს 10-დან 1.9 ქულა აქვს.
ფიზიკური საკუთრების დაცვის მხრივ საქართველო გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, 7.2 ქულა აქვს და 129 ქვეყანას შორის 35-ე ადგილზეა. ასეთი მაღალი ქულა განპირობებულია იმით, რომ ქონების რეგისტრაციის სიმარტივეში საქართველოს მაქსიმალური – 10 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. საკუთრების ზოგად დაცულობაში საქართველოს 6.2 ქულა აქვს და 47-ე ადგილზეა. სესხის ხელმისაწვდომობაში – 5.3 ქულა აქვს და 45-ე ადგილზეა. სესხის ხელმისაწვდომობა საკუთრების დაცვის პირობად ითვლება, რადგან თუ მესაკუთრეს ფინანსური პრობლემები აქვს და სესხის აღება უჭირს, ქონების გაყიდვა მოუწევს.
ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 5.25 ქულა აქვს და 129 ქვეყანას შორის 55-ე ადგილს იკავებს. სასამართლოს დამოუკიდებლობაში საქართველოს 4.25 ქულა აქვს და 72-ე ადგილს იკავებს. სასამართლოს დამოუკიდებლობაში იგულისხმება, რამდენად თავისუფალია სასამართლო მთავრობისა და ბიზნესჯგუფების გავლენისგან. კანონის უზენაესობა კანონისადმი თანასწორობას, კრიმინალის დონეს, პოლიციის მუშაობის ხარისხს და სხვა მსგავს საკითხებს მოიცავს, სადაც საქართველოს 5.7 ქულა აქვს და 48-ე ადგილზეა. პოლიტიკურ სტაბილურობაში საქართველოს 4.7 ქულა აქვს და მე-86 ადგილზეა. კორუფციის კონტროლში 6.4 ქულით საქართველო 33-ე ადგილზეა